სკოლის ისტორია

სკოლა „გორდამ“ ფუნქციონირება დაიწყო 2002 წელს, 13 მოსწავლითა და 17 მასწავლებლით.

სკოლამ  არსებობის 20 წლის მანძილზე თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია:

  • მაღალი მაჩვენებლებლები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
  • ყოველწლიურად ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სიმრავლე; „ სკოლა-რეპეტიტორის გარეშე!“ და კურსდამთავრებულთა სახელმწიფო გრანტით სწავლის გაგრძელება ქვეყნისა და უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში);
  • მიღწევები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში;
  • მოსწავლეთა სტიპენდირება;
  • “წლის საუკეთესო მასწავლებლისა და მოსწავლის” და სხვა ნომინაციები;
  • სკოლისა და კურსდამთავრებულთა (უკვე სტუდენტთა) ერთობლივი წარმატებული პროექტი, ინგლისური ენის ოლიმპიადა-English for future;
  • სკოლის მოსწავლე-გამომგონებლები წლების მანძილზე რესპუბლიკის მასშტაბით „ლეონარდო და ვინჩი“-ის გამარჯვებულები და აშშ-ის მსოფლიო გამომგონებელთა კონკურსის მონაწილეები არიან (II ადგილი-2013 წელი და ლოს-ანჯელესი); I ადგილი- 2014 წელი და პიცბურგი); IV. ადგილი-2016 წელი და მასაჩუსეტის შტატის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში-10 დღიანი ტრენინგი);
  • IYIPO-2015“; IYIPO-2016“; IYIPO-2017“-I ადგილი და ოქროს მედალი;
  • პროექტი “დედამიწა” -გამარჯვებული საქართველოს სახელით, ბრაზილია 2015;
  • 3 მცირე გრანტი(სამოქალაქო განათლების კლუბის ეგიდით);
  • გრანპრი (სკოლის ფოლკლორული ანსამბლი “თოლია”);
  • კემბრიჯის საერთაშორისო სასკოლო ცენტრი;
  • ხელოვნების სკოლა, სპორტული სექციები, არტ-სალონი; ბატიკის; გობელენის; თექის; თიხის; ძერწვის წრეები; თანამედროვე, ეროვნული ცეკვებისა და ხალხური საკრავების ანსამბლები, თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემია;
  • ტაო-კლარჯეთი, კაბადოკია(სამეცნიერო-შემოქმედებითი პროექტი);
  • “ კონფლიქტების მოგვარების თანამედროვე ხედვა-(სამეცნიერო-შემოქმედებითი პროექტი“ – “სოხუმის ქუჩიდან სოხუმის ქუჩამდე “)-საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟითა და აფხაზური სათვისტომოს ჩართულობით;
  • ჟურნალისტთა, მშობელთა და მკითხველთა კლუბები;
  • კინომოყვარულთა კლუბი და უკვე გადაღებული 4 დოკუმენტური ფილმი;
  • გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამები: (ორდუ,(თურქეთი)-„სწავლების თანამედროვე მეთოდები და პროგრამული ურთიერთთანამშრომლობა“;
  • ფლორენცია/იტალია-აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობა და კონფლიქტების მოგვარება;
  • პარიზი-სტრასბურგი-გაეროს მოდელირება;
  • ავსტრია-ჩეხეთი- საერთაშორისო ევროპული საგანმანათლებლო სივრცე და თანამშრომლობა ქართულ დიასპორასთან ).

სკოლა დაფუძნების დღიდან, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, ამის ერთ-ერთი მაგალითი სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაა.

სკოლას გააჩნია მოწესრიგებული ინტერიერი, დაცული, უსაფრთხო გარემო, კეთილმოწყობილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კომპიუტერული და სპორტული კაბინეტები, ღია სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი, მდიდარი ბიბლიოთეკა, ლიფტი, რაც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა.

მასწავლებელი-40; მენტორი-1; წამყვანი-2; უფროსი-15; მაძიებელი-3; პრაქიკოსი-1; სხვა-18; მეცნ. დოქტორი-3; დოქტორანტი-1