გამოვლინდნენ კვირის (10.12-14.12.2018)წარმატებული მოსწავლეები:
მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრა
გაიმართა სკოლა „გორდას“ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა მორიგი შეხვედრა.
თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი კორძაიამ, განსახილველად წარმოადგინა II სემესტრის სამოქმედო გეგმა.
შეხსენება!!!
საბუნებისმეტყველო კლუბი „რატომელა“ მუშაობას განაახლებს 5 თებერვლიდან (სამშაბათი, VI გაკვეთილი). თებერვლის თვე მთლიანად დაეთმობა სახალისო ბიოლოგიას და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
დილის გამამხნევებელი ვარჯიშები
კვლევების თანახმად, მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. ჯანსაღი ცხოვრების წესში, სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც მოიაზრება (სპორტის რომელიმე სახეობაში ჩართულობა, ფეხითა და ველოსიპედით სიარული, საკლასო სპორტული აქტივობები და სხვ).
მოსწავლეთა ფიზიკური დატვირთვის მიზნით სკოლა „გორდას“ თვითმმართველობის ინიცირებითა და აღმზრდელობითი დარგის მენეჯერის მხარდაჭერით, ტარდება დილის გამამხნევებელი ვარჯიშები.
მილოცვა
სკოლა "გორდას" დირექცია მორიგ დიდ გამარჯვებას ულოცავს სკოლის წარმატებულ ნორჩ მათემატიკოსთა გუნდს "სუმატოს" ოლიმპიადის ფინალისტობას, სერტიფიკატებით დაჯილდოებას და მორიგ გამარჯვებებს უსურვებს. "სუმატოს" ოლიმპიადის პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოებას ვულოცავთ გიორგი ბეგიაშვილს, ვუსურვებთ, მომავალშიაც მრავალჯერ ესახელებინოს მშობლიური სკოლა და მშობლები.