გაეროსა და ევროკავშირის პროექტი „ევროკავშირი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერებისათვის“

8 თებერვალს, გაეროსა და ევროკავშირის პროექტი „ევროკავშირი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერებისათვის“ (U-UNDP “European Union for Improving Environmental Monitoring in the Black Sea”) ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით და უზრუნველყოფით მოხდა საჩხერის რ-ონ სოფ. სხვიტორში მოსწავლეთა ჩაყვანა და მდინარე ჩიხურას ერთერთი შენაკადის დათევზიანება ადგილობრივი ველური კალმახის “თვალედი”-ს სტადიაზე არსებული ქვირითით. დასათევზიანებელი მასალა და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო ველური ბუნების სააგენტომ. გარემოსა და ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული იქნა ლექცია შავი ზღვის ეკოლოგიურ თემებსა და კალმახის (ორაგული) ამჟამინდელ კონსერვაციულ სტატუსზე. ასევე მოეწყო საინფორმაციო ექსკურსია მოსწავლე ახალგაზრდობისათვის ველური ბუნების სააგენტოს კალმახსაშენში ამ ტიპის გარემოსდაცვითი საქმიანობის გაცნობის მიზნით. ღონისძიებისას სპეციალური მეთოდით მდინარეში ბოქსებით ჩაწყობილ იქნა 10 000 ცალი ნაკადულის კალმახის ქვირითი.

Array ( )

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *