599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

გზავნილი ევროპიდან

სკოლა “გორდას” მოსწავლეები და მასწავლებლები,

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის-“გზა ევროპისკენ”, ფარგლებში, ესპანეთში იმყოფებიან.

“გორდას” დელეგაცია კატალონიის ენოტურიზმის სკოლას ეწვია, მონაწილეები მასპინძელ სკოლაში არსებულ პროგრამებსა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს გაეცვნენ.

ფორმალური

ნაწილის დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა “გორდას” დელეგაციის წევრებს უალკოჰოლო ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი ჩაუტარეს.

ამავდროულად, სკოლების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული ორიენტაციის პროგრამის დანერგვისა და მეწარმეობის საფუძვლების სწავლების პროცესში, ენოტურიზმის სკოლასთან თანამშრომლობა, ტელეხიდების მეშვეობით ცოდნის გაზიარების კუთხით.

რამდენიმე თვის განმავლობაში დაგეგმილი პროგრამა სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ესპანური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი “იბერიას” მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გორდა