ერთი საინტერესო დღე კოლეჯში…

მისიის მისაღწევად, მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში შემუშავებულია ცალკე პროგრამა. სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე გათვალისწინებულია საინტერესო აქტივობების ჩატარება, მათ შორის, ექსკურსიები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში, შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, გაფორმებულია მემორანდუმი სსიპ კოლეჯი „ბლექსთან“.დღეს, საბაზო საფეხურის მოსწავლეები კოლეჯი „ბლექსის“ სტუმრები იყვნენ.PS. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლის ოქროს მედლით კურსდამთავრებულმა, საზღვაო აკადემიის 70 % -იანი მფლობელმა, ზურა შავიშვილმა, პარალელურ რეჟიმში დაასრულა კოლეჯის „კულინარიის ხელოვნების“ სრული კურსი და საქართველოს სახელით, წარმატებით იასპარეზა აბუ-დაბიში გამართულ საერთაშორისო კონკურსში და მორიგი გამარჯვება ჩაწერა ქვეყნის პროფესიული განათლების ისტორიაში.

Array ( )

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *