კერძო სკოლა „გორდას“ 20-წლიანი წარმატების ფორმულა და დირექტორი, რომელიც მენტორ-მასწავლებელია

უზრუნველყოს შვილი ხარისხიანი განათლებით – თითოეული მშობლის საზრუნავია, საგანმანათლებლო დაწესებულება კი ამ მიზნის მიღწევის საშუალება… დღეს etaloni.ge კერძოს სკოლა „გორდას“ დირექტორს – ნინო მურვანიძეს წარმოგიდგენთ, რომელიც ყველა აქტუალურ კითხვას პასუხობს, იმაზეც საუბრობს, თუ რატომ უნდა შეაჩერონ მშობლებმა არჩევანი „გორდაზე“, სკოლის წარმატებებზეც ამახვილებს ყურადღებას და იმასაც
გვიმხელს, თუ რა გზა განვლო დირექტორობამდე მენტორმა-მასწავლებელმა; მით უმეტეს, რომ სკოლის ფუძემდებელი თავად გახლავთ მეუღლესთან ერთად:

-თქვენი სკოლის წარმატებების შესახებც გვიამბეთ, ქალბატონო ნინო…

სკოლა „გორდამ“ ფუნქციონირება დაიწყო 2002 წელს, 13 მოსწავლითა და 17 მასწავლებლით. სკოლა მე და ჩემმა მეუღლემ დავაფუძნეთ, დღეისათვის კი აქ 260 მოსწავლე სწავლობს, რომელთა სწავლა-სწავლებას ემსახურება 35 მასწავლებელი, მათ შორის: 1 მენტორი, 1 წამყვანი, 15 უფროსი, 3 მაძიებელი მასწავლებელი, 4 მეცნიერებათა დოქტორი; 5 მასწავლებელი, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისა და სკოლის წარდგინების
საფუძველზე, ელის სტატუსის ამაღლებას…

  • სკოლამ არსებობის 20 წლის მანძილზე თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია:
  • მაღალი მაჩვენებლები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
  • ყოველწლიურად ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სიმრავლე; „სკოლა-რეპეტიტორის გარეშე!“ და კურსდამთავრებულთა სახელმწიფო გრანტით სწავლის გაგრძელება ქვეყნისა და უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში;
  • მიღწევები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში;
  • მოსწავლეთა სტიპენდირება;
  • „წლის საუკეთესო მასწავლებლისა და მოსწავლის” და სხვა ნომინაციები;
  • სკოლისა და კურსდამთავრებულთა (უკვე სტუდენტთა) ერთობლივი წარმატებული პროექტი, ინგლისური ენის ოლიმპიადა – English for future;
  • სკოლის მოსწავლე-გამომგონებლები წლების მანძილზე რესპუბლიკის მასშტაბით „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები და აშშ-ის მსოფლიო გამომგონებელთა კონკურსის მონაწილეები არიან (II ადგილი – 2013 წელი და ლოს-ანჯელესი; I ადგილი- 2014 წელი და პიცბურგი; IV. ადგილი-2016 წელი და მასაჩუსეტის შტატის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში-10 დღიანი ტრენინგი);
  • IYIPO-2015“; IYIPO-2016“; IYIPO-2017“ – I ადგილი და ოქროს მედალი;
  • პროექტი „დედამიწა“ – გამარჯვებული საქართველოს სახელით, ბრაზილია 2015;
  • 3 მცირე გრანტი (სამოქალაქო განათლების კლუბის ეგიდით);
  • გრანპრი (სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „თოლია“);
  • კემბრიჯის საერთაშორისო სასკოლო ცენტრი;
  • ხელოვნების სკოლა, სპორტული სექციები, არტ-სალონი; ბატიკის; გობელენის; თექის; თიხის; ძერწვის წრეები; თანამედროვე, ეროვნული ცეკვებისა და ხალხური საკრავების ანსამბლები, თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემია;
  • ტაო-კლარჯეთი, კაბადოკია (სამეცნიერო-შემოქმედებითი პროექტი);
  • „კონფლიქტების მოგვარების თანამედროვე ხედვა (სამეცნიერო-შემოქმედებითი პროექტი – „სოხუმის ქუჩიდან სოხუმის ქუჩამდე“) – საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟითა და აფხაზური სათვისტომოს ჩართულობით;
  • ჟურნალისტთა, მშობელთა და მკითხველთა კლუბები;
  • კინომოყვარულთა კლუბი და უკვე გადაღებული 4 დოკუმენტური ფილმი;
  • გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამები: (ორდუ (თურქეთი) – „სწავლების თანამედროვე მეთოდები და პროგრამული ურთიერთთანამშრომლობა“;
  • ფლორენცია/იტალია – აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობა და კონფლიქტების მოგვარება;
  • პარიზი-სტრასბურგი – გაეროს მოდელირება;
  • ავსტრია-ჩეხეთი – საერთაშორისო ევროპული საგანმანათლებლო სივრცე და თანამშრომლობა ქართულ დიასპორასთან.
  • რა გზა განვლეთ სკოლის ხელმძღვანელობამდე და როგორია, იყო კერძო სკოლის დირექტორი?
  • რაც თავი მახსოვს, მოსწავლეობის პერიოდიდან, სულ მხიბლავდა სკოლა და მასწავლებლობა, ალბათ, ამითაც არის განპირობებული, რომ „გორდა“ ჩემი ნამდვილი შვილობილია, ამ სიტყვის სრული დატვირთვით.

ყოველთვის ხელმძღვანელი მუშაკის პოსტი მეჭირა. ვიყავი სკოლის დირექტორის მოადგილე, წლების მანძილზე ვიყავი ჯერ დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში, შემდეგ კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბათუმის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში.

„გორდას“ დაფუძნების დღიდან, ვარ მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვიყავი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დირექტორთა საბჭოს ორი მოწვევის წევრი, თსუ-ს ასპირანტი, შემდეგ დოქტორანტი, ვარ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მენტორი მასწავლებელი.

რას ნიშნავს კერძო სკოლის დირექტორობა? – ორმაგ პასუხისმგებლობას, კონკურენტუნარიან გარემოს შექმნას; მუდმივი სიახლეების ძიებასა და დანერგვას; უძილო ღამეებს, ფინანსების მოძიებას, სკოლის ცხოვრებით ცხოვრებას, პირადულის მეორე პლანზე გადაწევას, მოსწავლეების თვალებით ყურებას სამყაროზე.

  • ქალბატონო ნინო, რამდენ პირველკლასელს ელით წელს? და ზოგადად, რომ გვესაუბროთ თქვენი სკოლის უპირატესობასა და გამორჩეულობაზე;
  • წელს, შარშანდელთან შედარებით, 14 მოსწავლით გაგვეზარდა პირველკლასელთა რაოდენობა და მათმა რიცხვმა 36-ს გადააჭარბა.

როდესაც სკოლის სკოლის უპირატესობასა და გამორჩეულობაზე ვსაუბრობთ, უპრიანია, აღინიშნოს, რომ სკოლას აქვს საკუთარი, თანამედროვე ტიპის საკუთარი შენობა, გააჩნია მოწესრიგებული ინტერიერი, დაცული, უსაფრთხო გარემო, კეთილმოწყობილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კომპიუტერული და სპორტული კაბინეტები, ღია სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი, მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკა, ლიფტი, რაც მოსწავლეთა
ცოდნის ამაღლების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სკოლაში მოუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით, ვირტუალური ტურის მეშვეობით დაათვალიეროს ჩვენი სკოლის შენობა.

  • და რა არის წარმატებული სკოლის თქვენეული ფორმულა?
  • ჩვენი ძლიერი მხარე
  • სოციალური პასუხისმგებლობა;
  • დაცული და უსაფრთხო გარემო;
  • გაცვლითი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები;
  • მრავალფუნქციური მომსახურება (კლუბური და წრეობრივი მუშაობა, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება);
  • აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადება( „სკოლა-რეპეტიტორის გარეშე!“ );
  • საგანმანათლებლო სივრცეში მოღვაწეობის ხანგრძლივი პერიოდი;
  • სკოლადამთავრებულთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მაღალი მაჩვენებელი;
  • წარჩინებული მოსწავლეების წახალისება;

მოსწავლეთა ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, ცოდნის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენებისათვის, სკოლა, ძირითადი სასწავლო პროცესის პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არაფორმალურ განათლებას, როგორც მოსწავლეთა საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის ყველაზე ძლიერ და ადაპტირებულ საშუალებას.

დაცული გარემო

  • სათვალათვალო კამერები
  • მოსწავლეთა და გარეშე პირების შესვლა-გამოსვლის ბარათი
  • დაშვებისკონტროლის სისტემა/Access Control System (ACS თანამშრომელთა აღრიცხვის ელექტრონული სმარტაპარატის სისტემა
  • სახანძრო სისტემა
  • დაცვის თანამშრომლები – უსაფრთხო სკოლის მენეჯერი/სკოლის მანდატური
  • სკოლისგარშემო პატრულირება
  • მოსწავლეების ზედამხედველობა და დაცვა
  • რეაგირება საგანგებო სიტუაციის დროს
  • მშობლებთან მყისიერი კომუნიკაციის სისტემა (SMS შეტყობინება, მობილური კავშირი, ელექტრონული ჟურნალი, „გორდას“ მშობლების გვერდი)
  • მოსწავლე-ოფიცრები
  • მოსწავლე-მაშველები

სასწავლო გრანტების პროგრამა

  • სკოლის წარჩინებული განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან არა მხოლოდ აკადემიური კუთხით, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით
  • წარჩინებულ მოსწავლეთა სტიპენდირება

უცხოური ენები

  • ინგლისური ენის გაძლიერებული პროგრამა
  • უცხოური ენების ფართო არჩევანი (ინგლისური, გერმანული, რუსული)
  • ინგლისურენოვანი კლუბი
  • კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრი

ინგლისური ენის გაუმჯობესების პროგრამა

მხატვრული კითხვის ინგლისურენოვანი პროგრამა

კემბრიჯის გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრი

  • სკოლის ბაზაზე კემბრიჯის გამოცდებისათვის მოსამზადებელ ცენტრში „გორდას“, ქალაქისა და რეგიონის სკოლების მოსწავლეთა მომზადება კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისათვის (Starter; Mover; Flyer; Ket)
  • ივნისის პირველ დეკადაში კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ჩატარება სკოლა „გორდას“ საგამოცდო ცენტრში.

არაფორმალური განათლება

  • არაფორმალური განათლება, როგორც მოსწავლის კარიერული წინსვლისა და ინტერესების უკეთ წარმოჩენის განმსაზღვრელი ფაქტორი
  • კლუბური და წრეობრივი მუშაობა
  • სპორტული აქტივობები
  • მოყვარულთა თეატრი
  • პროექტები
  • თავისუფალი გაკვეთილები
  • ერთი დღე ხელმძღვანელის ამპლუაში!

„სკოლა-რეპეტიტორის გარეშე!“

  • საათების გაზრდილი რაოდენობა სააბიტურიენტო საგნებში;
  • იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები
  • შუალედური გამოცდები სააბიტურიენტო საგნებში
  • მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
  • კურსდამთავრებულთა სახელმწიფო გრანტით სწავლის გაგრძელება ქვეყნისა და უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში
  1. მარტო მიმდინარე საწავლო წელს სკოლა 6 მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 4 ოქროს მედალოსნობის კანდიდატია…
  2. „სკოლა-რეპეტიტორის გარეშე!“ და ყველა წარმატებული და სტუდენტი;

მათ შორის ორი – 100% გრანტის მფლობელი (ნიკა დიასამიძე; მარიამ ჯორთმენაძე);

ორი – 50% გრანტის მფლობელი (ლუკა დიასამიძე; ნინი ცინცაძე);

2 მოსწავლე (მარიამი და ნინი) აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრანტირებული სპექტაკლის („ლისისტრატე“) – მთავარი როლების შემსრულებლები;

  • სერიოზული სპორტსმენი (დავით პეშკოვი);
  • ესეების კონკურსში გამარჯვებულები და ევროპის წყალდალეულები (ნიკა დიასამიძე, ლუკა დიასამიძე);
  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და უმაღლესი ქულის მფლობელი (მარიამ ჯორთმენაძე);
  • სამი – გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამის გამარჯვებული და ევროპული ტურნეს მონაწილე( ნიკა დიასამიძე, ლუკა დიასამიძე, ანრი ბერიძე)

… და ყველაზე მთავარი – ექვსივე ჭეშმარიტი ქართველი და კარგი მამულიშვილი…

გაცვლითი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ფლორენცია/იტალია-აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობა და კონფლიქტების მოგვარება;
  • პარიზი-სტრასბურგი – გაეროს მოდელირება;
  • ავსტრია-ჩეხეთი – საერთაშორისო ევროპული საგანმანათლებლო სივრცე და თანამშრომლობა ქართულ დიასპორასთან;
  • ორდუ (თურქეთი) -„სწავლების თანამედროვე მეთოდები და პროგრამული ურთიერთთანამშრომლობა“;
  • ლატვია – გზაევროპულ სივრცემდე-ერთიანობა მრავალფეროვნებაში;
  • გერმანია-პოლონეთი – ქართულ-გერმანული-პოლონური საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საფრანგეთი, გერმანია – ევროპარლამენტის მოდელირება

ამჟამად მიმდინარეობს მალტის ინგლისურენოვან სკოლაში აპლიკანტთა შესარჩევი ტური.

  • პროფესიონალი კოლექტივი – წარმატების ერთ-ერთი კომპონენტია, აქედან გამომდინარე, როგორია თქვენი მოსწავლეების მიღწევები, როგორც სკოლაში, ისე მისი დასრულების შემდგომ?
  • მიღწევები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში;
  • მოსწავლეთა სტიპენდირება;
  • „წლის საუკეთესო მასწავლებლისა და მოსწავლის” და სხვა ნომინაციები;
  • სკოლისა და კურსდამთავრებულთა (უკვე სტუდენტთა) ერთობლივი წარმატებული პროექტი, ინგლისური ენის ოლიმპიადა-English for future;
  • სკოლის მოსწავლე-გამომგონებლები წლების მანძილზე რესპუბლიკის მასშტაბით „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები და აშშ-ის მსოფლიო გამომგონებელთა კონკურსის მონაწილეები არიან (II ადგილი – 2013 წელი და ლოს-ანჯელესი; I ადგილი – 2014 წელი და პიცბურგი; IV. ადგილი-2016 წელი და მასაჩუსეტის შტატის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში-10 დღიანი ტრენინგი);
  • IYIPO-2015“; IYIPO-2016“; IYIPO-2017“ – I ადგილი და ოქროს მედალი;
  • პროექტი „დედამიწა“ -გამარჯვებული საქართველოს სახელით, ბრაზილია 2015;
  • 3 მცირე გრანტი (სამოქალაქო განათლების კლუბის ეგიდით);
  • გრანპრი (სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „თოლია“);
  • კემბრიჯის საერთაშორისო სასკოლო ცენტრი;
  • ხელოვნების სკოლა, სპორტული სექციები, არტ-სალონი; ბატიკის; გობელენის; თექის; თიხის; ძერწვის წრეები; თანამედროვე, ეროვნული ცეკვებისა და ხალხური საკრავების ანსამბლები, თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემია;
  • ტაო-კლარჯეთი, კაბადოკია (სამეცნიერო-შემოქმედებითი პროექტი);
  • „კონფლიქტების მოგვარების თანამედროვე ხედვა (სამეცნიერო-შემოქმედებითი პროექტი – „სოხუმის ქუჩიდან სოხუმის ქუჩამდე“) – საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟითა და აფხაზური სათვისტომოს ჩართულობით;
  • ჟურნალისტთა, მშობელთა და მკითხველთა კლუბები;
  • კინომოყვარულთა კლუბი და უკვე გადაღებული 4 დოკუმენტური ფილმი;
  • გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამები: ორდუ (თურქეთი) – „სწავლების თანამედროვე მეთოდები და პროგრამული ურთიერთთანამშრომლობა“;
  • ფლორენცია/იტალია – აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობა და კონფლიქტების მოგვარება;
  • პარიზი-სტრასბურგი – გაეროს მოდელირება;
  • ავსტრია-ჩეხეთი – საერთაშორისო ევროპული საგანმანათლებლო სივრცე და თანამშრომლობა ქართულ დიასპორასთან;
  • აჭარის არ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გრანტი;
  • ბათუმის მერიის გრანტი.
  • როგორ ემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის – რა სიახლეებით ხვდებით თქვენს მოსწავლეებს?
  • სკოლა წელსაც იმუშავებს საათობრივი ბადის განსხვავებული, III მოდელით;
  • სკოლაში ინგლისური ენის სწავლებას, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, სკოლის დირექციასთან ერთად, განახორციელებს English Book Education, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესებში და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განვახორციელებთ შემდეგ სამუშაოებს:
  • პედაგოგების მეთოდოლოგიური გადამზადება;
  • მომავალი აკადემიური წლის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესის დაკვირვება;
  • ტრენინგების ჩატარება, სკოლასთან შეთანხმებით აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის English Book Education პროექტის: „წიგნის კლუბის“ დაწყებას, რომელიც გულისხმობს Native Speaker-თან ერთად თვის განმავლობაში ერთი წიგნის წაკითხვას, პროექტი დატვირთული იქნება საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებითაც.
  • 26 სექტემბერს აღვნიშნავთ „ენათა ევროპულ დღეს“.
  • ყველაზე მთავარი კი, მაინც „გორდა პირველკლასელებთან“ ღირსეული შეხვედრა, „ღია კარის დღე“ და სკოლის დათვალიერებაა. შეხვედრას 13 სექტემბერს გაიმართება („სიურპრიზების დღე“ – ასე დავარქვით ჩვენს პირველ შეხვედრას)
  • გაგრძელდება საგრანტო პროგრამა „გორდას“ მოსწავლეებისათვის

საგრანტო პროგრამა „გორდას“ მოსწავლეებისათვის
მოსწავლეთა სტიმულირებისათვის, სკოლა „გორდა“ 2022-2023 სასწავლო წლიდან გეგმავს მოსწავლეთა საგრანტო პროგრამის განხორციელებას, შემდეგი პირობებით:

  • იმ მოსწავლეებს, რომლებიც აჭარის საგნობრივ, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებს, სხვადასხვა კონკურსსა და კონფერენციაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევენ (I; II; III ადგილი), სკოლა გამოუყოფს – 20; 30; 50% სასწავლო გრანტს (შედეგების სკალირების მიხედვით) ან/და შეუმცირებს სწავლის საფასურს;
  • 20; 30; 50%–ით შეუმცირდება გადასახადი, ასევე, სკოლის ხარისხისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილ 3 ყველაზე მაღალრეიტინგულ მოსწავლეს.

წყარო: https://www.etaloni.ge/

Array ( )

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *