599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

ოფიციალური შეხვედრები მადრიდში

🔺კულტურულ-საგანმანათლებლო

პროგრამის ფარგლებში, სკოლა “გორდას” დელეგაციის წევრები შეხვედრებს აგრძელებენ…

🔺 ვიზიტის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეები ალკალას უნივერსიტეტს ეწვივნენ, გაეცვნენ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველ საკითხებზე და უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ.

🔺 მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წევრებმა

დაათვალიერეს სკოლის ისტორიული შენობა.

პატივისცემის ნიშნად კი, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს უძველეს დარბაზში უმასპინძლეს, სადაც, ყოველწლიურად, ესპანეთის მეფე ესპანურენოვან მწერლებს ჯილდოებსა და პრემიემს გადასცემს.

🔺 ამასთანავე, ვიზიტის დასრულების შემდეგ, განისაზღვრა სკოლა “გორდასა” და ესპანური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “იბერიას” შორის თანამშრომლობის სფეროები, რომლის მიხედვითაც სკოლა “გორდას” ბაზაზე ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც “გორდას” მოსწავლეებს ესპანეთში გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს მისცემს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე, სახელოვნებო და სპორტული მიმართულებითაც.

გორდა