599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

საბიბლიოთეკო გაკვეთილი

🔺 ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საბავშვო-ახალაგზრდობის განყოფილებაში საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე საბიბლიოთეკო გაკვეთილი მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ სკოლა “გორდას” IXა კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა.

🔺 საბიბლიოთეკო გაკვეთილზე “ახალგაზრდობის სუნი აქვს აპრილს და სიყვარულის ფერი აქვს ზეცას” – ნანა კვაჭაძემ ახალგაზრდებთან ერთად „აღზრდის სიმფონიის“ საერთო მიმოხილვის შემდეგ, წიგნიდან ერთი თავი „გზაზე ბრძენი კაცი მიდის“ წაიკითხა. იმსჯელეს მშობლების როლზე შვილის სწორად აღზრდასა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

🔺 ასევე კონკრეტული მაგალითებით ისაუბრეს თაობათა შორის ურთიერთიერთობაზე, სამშობლოს სიყვარულსა და მოვალეობებზე. წიგნიდან “მატიანე ქართველთა” გაიხსენეს კოტე აფხაზისა და შალვა მუჯირის გასამართლებისა და დახვრეტის ეპიზოდები.

🔺 განათლების მნიშვნელობასა და წიგნიერების როლზე მსჯელობისას ხაზი გაესვა მიღებული ცოდნის სწორად გამოყენებას

გორდა