![](https://gorda.edu.ge/wp-content/uploads/2022/03/274572664_5145337298845029_901258502422482288_n.jpg)
შეგირდი და ოსტატი“, ანუ, ”ერთი დღე პროფესიაში-მასწავლებლის ამპლუაში”
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, „გორდაში“ აქტივობა: „შეგირდი და ოსტატი“, ანუ, ”ერთი დღე პროფესიაში-მასწავლებლის ამპლუაში” დაიწყო. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ერთი დღით მასწავლებლის როლში გვევლინებიან და მათთვის სასურველ სასურველ საგანში უმცროსკლასელებს გაკვეთილებს უტარებენ. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გაკვეთილები უკვე ჩაატარეს: თამარ მურვანიძემ, რეზი ევგენიძემ და ზურა სურმანიძემ.როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მასწავლებლის ამპლუაში ყოფნა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: ”ძალიან კარგი აქტივობაა. დიდი სიამოვნებითა და ხალისით ჩავერთეთ პროექტში – ”მოსწავლე მასწავლებელი”. ძალიან მოგვეწონა მასწავლებლის როლში ყოფნა. ემოციური და ნაყოფიერი დღე იყო” – აღნიშნეს მოსწავლეებმა. გაკვეთილის ორგანიზებაში მოსწავლეებს შესაბამისი საგნის მასწავლებლები, დირექცია და დამრიგებლები ეხმარებიან.