როცა სწავლა გემრიელიცაა და საინტერესოც!

ქეთი მასწავლებელმა მეოთხე კლასში სახელთა ბრუნვა სრულიად განსხვავებული და კრეატიული მეთოდით ახსნა.

🧁 მაფინებზე ბრუნვების სახელწოდებები იყო დატანილი,

🥤 ჭიქებზე კი — შესაბამისი ბრუნვის ნიშნები.

ბავშვების დავალება მარტივი, თუმცა, ძალიან საინტერესო იყო — აერჩიათ ბრუნვა-მაფინი და ეპოვათ მისთვის შესაბამისი ბრუნვის ნიშანი. 🔎

ასე თეორიული მასალა თამაშით, მოძრაობითა და პრაქტიკული ჩართულობით შეისწავლეს.

გაკვეთილი მხოლოდ შემეცნებითი კი არა, არამედ ძალიან სახალისო და ვიზუალურად შთამბეჭდავი გამოვიდა. 💚

📚ქეთი აბულაძე

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *