როცა სწავლა გემრიელიცაა და საინტერესოც!
ქეთი მასწავლებელმა მეოთხე კლასში სახელთა ბრუნვა სრულიად განსხვავებული და კრეატიული მეთოდით ახსნა.
მაფინებზე ბრუნვების სახელწოდებები იყო დატანილი,
ჭიქებზე კი — შესაბამისი ბრუნვის ნიშნები.
ბავშვების დავალება მარტივი, თუმცა, ძალიან საინტერესო იყო — აერჩიათ ბრუნვა-მაფინი და ეპოვათ მისთვის შესაბამისი ბრუნვის ნიშანი. ![]()
ასე თეორიული მასალა თამაშით, მოძრაობითა და პრაქტიკული ჩართულობით შეისწავლეს.
გაკვეთილი მხოლოდ შემეცნებითი კი არა, არამედ ძალიან სახალისო და ვიზუალურად შთამბეჭდავი გამოვიდა. ![]()
ქეთი აბულაძე