რამდენიმე დღის წინ,

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის რესურსცენტრის ინიცირებით,

ქალაქის სკოლების წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს.

📍მოხარულები ვართ, რომ ამ რჩეულთა შორის ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელი და გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამების კოორდინატორი -სვეტლანა დალოგლანიანიც არის.

📍ქალბატონი სვეტლანა მხოლოდ საგნის სწავლებით როდი შემოიფარგლება, ის არის ადამიანი, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს საერთაშორისო განათლებისკენ უხსნის კარს, აზიარებს ახალ კულტურებს და აძლევს მათ გლობალური განათლების უნიკალურ შესაძლებლობებს…

როგორც კათედრის ლიდერი და საერთაშორისო საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამების კოორდინატორი, ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მასწავლებლობა დიდი მისია და გზამკვლევობაა…

ამბობენ, ყველაზე დიდი ჯილდო მოსწავლეების სიყვარულიაო,

თუმცა, ეს ოფიციალური აღიარება სწორედ ის დასტურია,

რომ თქვენი დაუღალავი შრომა, უძილო ღამეები და თითოეულ ბავშვში ჩადებული სული თუ გული შეუმჩნეველი არ რჩება.

📍მთელი სასკოლო საზოგადოების-ადმინისტრაციის, კოლეგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების სახელით, უდიდესი სიყვარულით გილოცავთ ამ დამსახურებულ აღიარებას და მომავალ წარმატებებსა და გამარჯვებებს გისურვებთ!

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *