English For Future

ოლიმპიადის ჩატარების იდეა ჯერ კიდევ „გორდა“-ში სწავლისას, მე-12 კლასში დაიბადა. ვფიქრობდით ისეთი პროექტის შექმნას, რომელიც დააინტერესებდა მომავალ თაობას და განათლებაზე ორიენტირებულებს გახდიდა მათ. წონადი როლი ითამაშა სკოლის პროფილმაც(უცხოური ენების გაძლიერებული სწავლება). იყო ბევრი იდეა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ოლიმპიადის ჩატარებაზე ჩამოვყალიბდით. შევიმუშავეთ პროექტი, სახელწოდებით- „English For Future”. ოლიმპიადა აპრილის თვეში ჩატარდება ჩვენს მშობლიურ სკოლაში(გორდა) და ამ ეტაპზე გათვლილია მხოლოდ V, VI, VII კლასის მოსწავლეებზე, სამომავლოდ, მაღალი კლასების დამატებასაც ვაპირებთ. ოლიმპიადა “English For Future”-სამ ეტაპად ჩატარდება გორდაში,-აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სკოლა „გორდას“ პატრონაჟით.
პირველი ტური უფასოა. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვებიან სხვადასხვა ფასიანი პრიზებით, სერტიფიკატებითა და წიგნებით. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე: WWW.EFF.GE (რეგისტრაცია უფასოა).
ცნობისათვის: სამომავლოდ, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით ვგეგმავთ ტრენინგ- კურსებისა და მასტერკლასების ჩატარებას, იფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს (www.facebook.com/Engforfuture/ ); ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 557 739797.
ABC Holding-ის მმართველი გუნდი (შპს „გორდა“-ს კურსდამთავრებულები, ჟამად ქვეყნისა და საზღვარგარეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების I კურსის სტუდენტები ):
საბა ირემაძე – გენერალური დირექტორი
თენგიზ ხალვაში – მენეჯერი
გიორგი იაკობაძე – ფინანსური მენეჯერი
მეგი ბერიძე – მარკეტინგის მენეჯერი
ვახტანგ დონაძე – IT მენეჯერი.
კომპანიის სახელით მხარდაჭერისა და ოლიმპიადის ორგანიზებაში დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდით აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(ბ-ნი გიორგი თავამაიშვილი) ; შპს გორდას ბათუმის საერო ელიტარულ სკოლას(ქ-ნი ნინო მურვანიძე), ამავე სკოლის უცხოური ენების კათედრას(ქ-ნი თინა ფირცხალაიშვილი).
კომპანია „ეი ბი სი| ABC Holding”-ი გელოდებათ დიდი სიყვარულით და დამსახურებულ გამარჯვებას გისურვებთ!
Array ( )