599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

შებრუნებული სასწავლო პროექტი

მიმდინარე სასწავლო წლის II სემესტრიდან სკოლა „გორდას“ მოსწავლეთა თვითმმართველობამ ახალ პროექტს “შებრუნებული სასწავლო პროექტი“ ჩაუყარა საფუძველი.აღნიშნული სასწავლო პროექტი მასწავლებლიდან მოსწავლეზე ყურადღების მიმართვის ნაცვლად, მოსწავლეებს შორის აქტივობებს გულისხმობა(უფროსკლასელები ამზადებენ სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო კონკურსებს, რომლებშიც მონაწილეობენ უმცროსკლასელები).მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა დავით ზოიძემ და მარიამ ჯორთმენაძემ „შებრუნებული სასწავლო პროექტის“ ფარგლებში ჩაატარეს „მათემატიკური ჭიდილი“ II კლასებს შორის, გამოავლინეს სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც ფინალურ ტურნირზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან „ნორჩი მათემატიკოსების“ ტიტულის მოსაპოვებლად.

გორდა