„დიდები, მართლაც საოცარი ხალხია!!!“

თაობათა შორის ურთიერთობა რთული ფენომენია და ბევრ ისეთ პრობლემას მოიაზრებს, რომლის გამოც, თაობათა შორის ხიდი ტყდება. შესაბამისად, მშობელი და შვილი მდინარის სხვადასხვა ნაპირას აღმოჩნდებიან ხოლმე.
სკოლა გორდა გთავაზობთ კონურსს სახელწოდებით : „დიდები, მართლაც საოცარი ხალხია!!!“
მშობლობა მართლაც ძალიან რთულია, დადგა დრო, ვკითხოთ შვილებს, როგორია მათი როლი, რა სირთულეებს აწყდებიან ჩვენთან, უფროსებთან ურთიერთობაში.
კონკურსში მონაწილეობა:
• კონკურსი გულისხმობს იმ აპლიკანტების ( მე-6 – მე-11 კლასის მოსწავლეები) შერჩევას, რომლებიც თვლიან, რომ ეხერხებათ საინტერესოდ საუბარი, შეუძლიათ გაგვიზიარონ თავიანთი შეხედულებები ამომწურავად და, რაც მთავარია, აქვთ სათქმელი, რომ,„დიდები, მართლაც საოცარი ხალხია!!!“

კოკურსი ჩaტარდება შემდეგ მიმართულებებში:

  1. მოკლემეტრაჟიანი ფილმი
  2. ესე
  3. ვიდეო მონოლოგი
  4. წერილობითი მონოლოგი
  5. კომიქსი

დაჯილდოება
ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.

Array ( )

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *