ნახატით გაცოცხლებული ქართული ზღაპრის გმირები

 ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩვენი წიგნების თაროზე უნიკალური ილუსტრაცია ყველა ზღაპარს როდი აქვს. სამწუხაროდ, უცხოელი ავტორების ცნობილი ზღაპრებისთვის ლამაზი ილუსტრაციის მოძებნა უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ქართული ხალხური ზღაპრებისთვის კარგი ნახატის შერჩევა. 
  საბედნიეროდ, სკოლის მთავარ მეზღაპრეს თავში ერთი კარგი იდეა დაებადა:
 - ჩვენს პატარა მსმენელებს ხომ ძალიან უყვართ ხატვა?! - წამოიძახა მან და საჩვენებელი თითი ჭერისკენ ასწია. - მოდი, მათ ვთხოვოთ დახმარება,  ჩვენს პატარა,  ყურადღებიან მსმენელებზე უკეთ ვინ შეძლებს ზღაპრებისთვის ხალისიანი სურათების დახატვას?
 მოკლედ, გადაწყდა! ვატარებთ კონკურსს: ჩვენს პატარა მსმენელებს და მათ მშობლებს ვთხოვთ  „ქართული ზღაპრების“ სახალისო ნახატები გამოგვიგზავნონ სკოლის ელფოსტაზე: gordaschool@gmail.com
 სამი საუკეთესო ნახატი  გამოქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე,  ავტორები კი მთავარი მეზღაპრისგან საჩუქრად ზღაპრების წიგნს  მიიღებენ.
 გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ველით ზღაპრების ილუსტრაციებს.

პატივისცემით,
მთავარი მეზღაპრე.

Array ( )

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *