მილოცვა

სულ რამდენიმე წუთია დასრულდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა(შპს ელიტური სკოლა გორდას ავტორიზაციის საკითხის განხილვა).
სკოლის არსებობის მანძილზე უკვე მეხუთედ და ჩვეული წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია…
გვიხარია და ვამაყობთ…
ეს ხომ თითოეული გორდელის, თითოეული ჩვენგანის- პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების, სკოლის ტექნიკური პერსონალისა და დირექციის საერთო გამარჯვება და დამსახურებაა…
გილოცავთ ყველას…სკოლა გორდას დირექციას, პედაგოგებს, ძვირფას მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს,- სკოლის წარმატებულ ავტორიზაციას…
უღრმესი მადლობა თქვენ, ჩემო საამაყო გორდელებო-ერთად გატარებული ლამაზი წლებისთვის, გორდას გამარჯვებებში შეტანილი თითოეული თქვენგანის, თუნდაც, მცირეოდენი წვლილისთვის, შედეგის მისაღწევად უშურველი შრომისთვის, ძალისა და ენერგიის დაუზოგველობისთვის…
ღმერთმა გვიმრავლოს წარმატებები, გვეამაყოს ჩვენი შეგირდების მიღწევებითა და გამარჯვებებით!!!

სიყვარულითა და პატივისცემით,
თქვენი
ნინო მურვანიძე.
17 მაისი, 2022 წელი

Array ( )

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *