![](https://gorda.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/434763199_801925995306554_3953557244358184615_n.jpg)
სასწავლო-კვლევით კონფერენცია
მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრისათვის, ასევე, არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობის გაზრდის მიზნით, ეროვნული სასახლე ყოველწლიურად ატარებს სასწავლო-კვლევით კონფერენციას
სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ
ფინალში ვართ!!!
დღეს, სასიხარულო შეტყობინება მიიღეს გორდას IX კლასის მოსწავლემ- ანანო ჭარხალაშვილმა და სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა-ქალბატონმა თეა ვაშაყმაძემ.
სულ, რაღაც 25 დღეში სასწავლო-კვლევითი კონფერენციის დასკვნითი, III ტური ტარდება თბილისში…
გვჯერა, არც წელს ვუღალატებთ ტრადიციას და კვლავაც ვიზეიმებთ გამარჯვებას.
ვულოცავთ ანანო ჭარხალაშვილსა და სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს-თეა ვაშაყმაძეს დამსახურებულ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!