აკადემიური დირექტორი

  • აკადემიური დირექტორი (HEADMASTER):
  • აკადემიური დირექტორი წარმართავს და კოორდინაციას უწევს სკოლის აკადემიური და არააკადემიური პროგრამების მენეჯერების/ ხელმძღვანელების საქმიანობას;
  • უზრუნველყოფს სკოლის შინაგანაწესის, სკოლის წესებისა და დღის რეჟიმის განუხრელად შესრულებას;
  • განათლების შესახებ კანონით, სკოლის შინაგანაწესითა და ორმხრივი ხელშეკრულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, გასცემს ყველა დაქვემდებარებული თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და დროებით ინსტრუქციებს;
  • უფლებამოსილია სკოლის დირექტორთან შეთანხმებით, განახორციელოს საკადრო პოლიტიკა – ორმხრივი ხელშეკრულების პირობებით სკოლაში მიიღოს ან გაათავისუფლოს აკადემიური პერსონალის წევრები ან ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ (სრულად) ექვემდებარებიან სკოლის აკადემიურ დირექტორს;
  • ვალდებულია, იზრუნოს ჯანსაღი სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის (გარემოს) შექმნაზე სკოლაში, სამართლიანად და მშვიდობიანად მოაგვაროს შესაძლო კონფლიქტები თუ უთანხმოებანი;
  • არ დატოვოს რეაგირების გარეშე მოსწავლის, თანამშრომლის, ან მშობლის მიერ მის წინაშე დასმული ნებისმიერი პრობლემური საკითხი;
  • ხელმძღვანელობს სკოლის აკადემიურ საბჭოს და ამტკიცებს ან უარყოფს (ხელმეორე განხილვისათვის) მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
  • ყოველდღიურ რეჟიმში უშუალოდ ხელმძღვანელობს სკოლის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების) საქმიანობას, სასკოლო ცხოვრებას და მის ყველა მიმართულებას, წარმართავს სასკოლო ცხოვრებას, სასკოლო შეკრებებს, ამტკიცებს გაკვეთილების ცხრილს, სკოლის მუშაობის განრიგს, გახანგრძლივებული დღის რეჟიმს და სხვ.;
  • პასუხისმგებელია სკოლის სასწავლო გეგმებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე;
  • მოიძიებს და ნერგავს ახალ მეთოდოლოგიებს, მიდგომებსა და აქტივობებს;
  • ეხმარება მასწავლებლებსა და აღმზრდელებს მათი მუშაობის დაგეგმვაში, შესრულებასა და შეფასებაში;
  • პერიოდულად ორგანიზებას უკეთებს  მასწავლებლებთან შეხვედრას;
  • პერიოდულად აკვირდება და აფასებს მასწავლებელთა საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;
  • ხელმძღვანელობს სკოლის შეფასებისა და გამოცდების სისტემას.
  • ზრუნავს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად, პასუხისმგებელია სკოლაში გადმომსვლელ პოტენციურ მშობლებთან ურთიერთობაზე (სასწავლო პროგრამებისა და მასწავლებლების გაცნობა, ახალ მოსწავლესთან გასაუბრება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და სხვა);
  • პასუხისმგებელია  სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან კომუნიკაციაზე;
  • უფლება აქვს, რეკომენდაცია მისცეს სკოლის დირექტორს სკოლის სპეცფონდიდან ხელმოკლე ოჯახის შვილების დახმარებისა და დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის პრემიების დაწესების თაობაზე;
  • შეუძლია სკოლის  დირექტორს გადასცეს რეკომენდაციები კონკრეტულ მოსწავლეთათვის სტიპენდიის/ფინანსური დახმარების დანიშვნის/მოხსნის თაობაზე;
  • წარმართავს ურთიერთობას სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო საგანამანათლებლო ორგანიზაციებთან, თუკი ეს ურთიერთობა ეხება სკოლის აკადემიურ ან ისეთ არააკადემიურ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ შედის სკოლის აკადემიური დირექტორის კომპეტენციაში;
  • შეიძლება იყოს სკოლის ოფიციალური წარმომადგენელი სხვა იურიდიულ, თუ კერძო პირებთან ურთიერთობაში, თუკი ეს ურთიერთობა ეხება სკოლის აკადემიურ ან ისეთ არააკადემიურ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ შედის სკოლის აკადემიური დირექტორის კომპეტენციაში;
  • შეიმუშავებს და დამფუძნებელთა საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად მიმდინარე და პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს;
  • უფლებამოსილია, შესაბამისი სამსახურის/თანამშრომლის ხელმძღვანელთან უშუალო კონსულტაციით, გასცეს რეკომენდაციები სკოლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც არაა მის უშუალო დაქვემდებარებაში, მაგრამ პირდაპირ კავშირშია სასკოლო ცხოვრების რომელიმე, ან რამდენიმე მიმართულებასთან;
  • სასწავლო წლის ბოლოს აკადემიური დირექტორი გაწეული მუშაობისა და მიღწეული შედეგების შესახებ წლიურ ანგარიშს წარადგენს დამფუძნებელთა საბჭოს წინაშე.