ფლორენცია (იტალია)
მილოცვა
კიდევ ერთი წარმატებული პროექტი…ფლორენცია (იტალია)-25/0205/03/2018
სკოლა „გორდა“ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო-გაცვლით პროგრამებში, რიგის აგენკალნების სახელმწიფო გიმნაზიის მიწვევით , 2017 წლის 23-30 ნოემბერს უკვე ჩატარდა ქართულ-ბალტიისპირული საგანმანათლებლო გაცვლითი კვირეული.
თებერვალში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს სამთავრობო წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, ერთი კვირით, (25 თებერვალი-05 მარტი, 2018 წ.) იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში მიემგზავრებიან დელ-ბიანკოს ფონდის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
ცნობისათვის: ჩვენი სკოლა წელს მეორედ ღებულობს მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში, გთავაზობთ ოფიციალურ ამონარიდს (გადაცემიდან “აფხაზეთის ხმა“)
პროექტში „კულტურათაშორის დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში“ (Dialogue among Cultures within the framework of Eastern Partnership Programme) 8 ქვეყნის 21 უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობდნენ. პროექტში აქტიურად იყო ჩართული აჭარიდან სკოლა „გორდა“, რომელმაც მართალაც დაამახსოვრა თავი პროექტის მონაწილეებს.
მადლობა გუნდს, რომელიც გვერდით გვედგა, მადლობა ყველა პარტნიორს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო რომში, აფხაზეთის მთავრობა,რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი (იტალია), ორგანიზაცია „რონდინე“ , საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, რობერტ კენედის ფონდი, ერნესტო ბალდუჩის ფონდი, სკოლა „გორდა“ (აჭარა), ასევე, მადლობა უნივერსიტეტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სკოლის დირექციის სახელით, უღრმესი მადლობა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის (იტალია)ექსპერტს, აფხაზეთის მთავრობის წევრს, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის პირველი მოადგილეს, ქალბატონ ბელა კოპალიანს, საქართველოს საპატრიარქოს, დელ ბიანკოს ფონდს- ჩვენი სკოლის წარმომადგენლობითი დელეგაციის საერთაშორისო პროექტში ჩართვისთვის…”გორდა” ნამდვილად გაამართლებს და ასახელებს ჩემს ქვეყანას იმ თემებითა თუ კულტურული პროგრამებით, ფლორენციაში რომ წარადგენს ქართულ დელეგაციასთან ერთად, 2018 წლის თებერვალ-მარტში…
შენიშვნა: ფლორენციაში გასამგზავრებელ მოსწავლეთა შერჩევა დაწყებულია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სკოლის დირექციას.