სკოლის მისია
შეუქმნას მოსწავლეებს ჯანსაღი, თავისუფალი შემოქმედებითი და უსაფრთხო სასკოლო გარემო. ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების, ინდივიდუალური მიდრეკილებებისა და ინტერესების გამოვლენა-განვითარებაში, მაძიებელ, შემოქმედ, წარმატებულ პიროვნებად ფორმირებაში; დაეხმაროს კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი უნარებისა და თვითმყოფადობის განვითარებაში, მომავალი გზის სწორად არჩევასა და ტოლერანტული, საკუთარი და სხვისი უფლებების დამცველ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
სკოლის ხედვა
განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისი აკადემიური, სოციალური, ესთეტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება; მოსწავლისათვის პატივისცემის, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის უნარის განვითარება, განათლების ხარისხზე ორიენტირებული და საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოს შექმნა.
სკოლის ძირითადი პრინციპები
- დასახული მიზნების რეალიზება
- ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, ცოდნის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენება
- საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა
- სასწავლო-შემეცნებით და სოციალურ პროექტებში მონაწილეობა
- თავისუფალი დროის სწორი ორგანიზაცია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა
- მოსწავლის ფსიქოლოგიური კომფორტი, პირადი უსაფრთხოება, სასკოლო ცხოვრების წესის დაცვა
- განათლების მაღალი აკადემიური დონე.