Business Plan II - шаблон joomla Оригами

მისია

მისია:

შპს გორდას  ქალაქ ბათუმის კერძო მრავალპროფილიანი საერო ელიტარული საშუალო სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო  სასკოლო გარემო დასაუკეთესო პირობები მოსწავლეთა სწავლისა და შემოქმედებითი განვითარებისათვის, მათი ინტელექტუალური, გამორჩეული ნიჭისა და პიროვნული უნარ-ჩვევების წარმოჩენისათვის.  იზრუნოს სასწავლო პროგრამების, სწავლის მეთოდებისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე, უცხოური ენის გაძლიერებულ სწავლებაზე, დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სპექტრის გამრავალფეროვნებაზე, საკლუბო და წრეობრივი მუშაობის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების  როლის გაძლიერებაზე, კურსდამთავრებელთა საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად დამატებითი მეცადინეობების ჩატარებისათვის , რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიიღონ თანამედროვე  განათლება; სწორად აირჩიონ თავიანთი მომავალი განვითარების გზა-(გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებან შრომით საქმიანობაში; იზრუნონ  ორიენტირებულ გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებზე, რომელიც,  სამომავლოდ,  დაეხმარება  თვითდამკვიდრებაში.

ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებიდან და ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიიდან გამომდინარე, ზრუნვა   სკოლისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გრძელვადიან მიღწევებზე; მენეჯმენტის თანამედროვე სტილის შექმნაზე, სკოლაში დროისა და ყურადღების მობილიზებაზე, კლასში თავისუფალი შემოქმედე­ბითი გარემოს შექმნასა და სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მიდრეკილების; ფიზიკური, ფსიქიკური შესაძლებლო­ბებისა და ასაკთან შესაფერისი ინტერესების გამოვლენაზე; ცოდნასა და ცოდნის  ხარისხზე.

მიზანი:

მყარ და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის,  უნარებისა და ადამიანური ღირებულებების შეძენის უზრუნველმყოფი საგანმანათლებლო კერის ჩამოყალიბება.

 

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები