კულტურათაშორის დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში

მილოცვა
კიდევ ერთი წარმატებული პროექტი…ფლორენცია (იტალია)-13­20/11/16
ოფიციალური ამონარიდი (გადაცემა“აფხაზეთის ხმა“)
პროექტში „კულტურათაშორის დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში“ (Dialogue among Cultures within the framework of Eastern Partnership Programme)
8 ქვეყნის 21 უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობდნენ. პროექტში აქტიურად იყო ჩართული აჭარიდან სკოლა „გორდა“, რომელმაც მართალაც დაამახსოვრა თავი პროექტის მონაწილეებს. მიმართულებები, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა
მუშაობა, მოიცავდა შემდეგ თემებს: რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების, უმცირესობების საკითხები თანამედროვე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ სივრცეში; ძველი ცივილიზაციები და თანამედროვეობა; ციცილიზაციათა და კულტურათა დიალოგის პოლიფონიური მოდელი (საქართველო, ცოცხალი მუზეუმი ღია ცის ქვეშ); მატერიალური და არამატერიალური კულტურული ძეგლები,კულტურული ტურიზმის გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები; აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ­ გამოწვევები და პერსპექტივები; აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი, როგორც კონფლიქტური რეგიონებიდან ახალგაზრდების დაახლოების საშუალება და პრაქტიკული ნაბიჯები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის; მედიაცია, კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივი ასპექტები; საქართველო, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა და მისი კულტურული პოლილოგია.
ინტერკულტურულმა ჯგუფებმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებს, მოსწავლეებს, პროფესორებსა და მასწავლებლებს წარმოადგენდნენ, იმუშავეს თემაზე: „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“,პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმი კი ნამდვილად კარგი რესურსია ნებისმიერი ამ თემებით დაინტერესებული ქვეყნისათვის.
მადლობა გუნდს, რომელიც გვერდით გვედგა, მადლობა ყველა პარტნიორს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო რომში, აფხაზეთის მთავრობა,რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი (იტალია), ორგანიზაცია „რონდინე“ , საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, რობერტ კენედის ფონდი, ერნესტო ბალდუჩის ფონდი, სკოლა „გორდა“ (აჭარა), მადლობა უნივერსიტეტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
Array ( )