საგანმანათლებლო ტური საფრანგეთში(პარიზი-სტრასბურგი)
დღეს სკოლა „გორდა“-ს წარმომადგენლობითი დელეგაცია(23 მოსწავლე და 3 პედაგოგი) საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ერთი კვირით საფრანგეთში(პარიზი-სტრასბურგი) მიემგზავრება და ერთი კვირის ვადაში საკმაოდ დატვირთული გრაფიკით იმუშავებს. ტურის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან გაცნობით ტურებსა და სესიებს , რომელიც გაიმართება ევროპარლამენტში , ევროსაბჭოში , ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში და პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში . პროექტი ასევე მოიცავს კულტურულ ტურებს სტრასბურგსა და პარიზში . ტურის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ ევროპული სტრუქტურების მუშაობაში , გაეცნონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფორმებსა და ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს აღნიშნული მიმართულებით . პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და იმ რეკომენდაციებს , რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს.
სტრასბურგსა და პარიზში საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მონაწილეები შეხვდებიან საქართველოს ელჩს საფრანგეთში და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელს, დაათვალიერებენ პარიზისა და სტრასბურგის ღირსშესანიშნაობებს.
ვულოცავთ საგანმანათლებლო ტურნეს მონაწილეებს ნიკოლოზობას, მშვიდობიან მგზავრობასა და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებთ. წმიდა ნიკოლოზი ყოფილიყოს გორდელებისა და სრულიად საქართველოს მფარველი.